საიტის გამოყენების წესები და პირობები
1. ზოგადი პირობები
1.1. www.ghfa.ge არის საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაცის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელზედ ხდება კონფერენციაზე რეგისტრაცია.
1.2. www.ghfa.ge-ს ვებ-გვერდზე ყოფნისას მოქმედებს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული დათქმები, რომელიც სამართლებრივად სავალდებულოა როგორც მომხარებლისათვის, ისე ghfa.ge-სათვის და არეგულირებს მომხმარებლის მიერ ghfa.ge-ს ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
1.3. ghfa.ge-ს ვებ-გვერდის გამოყენებისას თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ghfa.ge თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს შეკვეთის ფორმირებისას, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
1.4. გთხოვთ ასევე გაითვალისწინეთ, რომ ghfa.ge-ზე პირადი ინფორმაციის შეყვანისას თქვენს თანხმობას აძლევთ ვებ-გვერდის მოხმარების წესებსა და პირობებზე.
1.6. ghfa.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის მხრიდან გამოხატული თანხმობის გარეშე.
2. მომხმარებლის გარანტიები:
2.1. მომხამრებელი ghfa.ge-ზე პირადი ინფორმაციის შეყვანისას ადასტურებს, რომ:
2.1.1. არის 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, ან კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი;
2.1.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ghfa.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.1.3. აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
2.1.4. გაცნობილია პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.1.5. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში;
2.1.6. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.1.7. მისი ქმედება არ იქნება მიმართული ghfa.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ghfa.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.1.8. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.1.9. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ghfa.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.2. ghfa.ge მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის ამ პირობებში მოცემული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ghfa.ge-ს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის.
3. უსაფრთხოება
3.1. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.2. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ghfa.ge-ს კლიენტთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან პაროლის აღდგენის საშუალებები იქნა მოპარული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
3.3. მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას ghfa.ge-ს ინტერესები და აუნაზღაუროს ghfa.ge-ს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
3.4. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. ghfa.ge არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. ghfa.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
4. თანხის დაბრუნება
4.1. რეგისტრაციის გაუქმება რომელიც მოხდება მასტერ კურსის დაწყებამდე 5 დღით ადრე დაბრუნდება მთლიანად , 5 დღის შემდეგ 50% დაბრუნდება